დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ბატონ არახამიას და „ქართულ ოცნებას“ რაღაც თავიანთი სპეციფიური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, – ამის შესახებ ოპოციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩამ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზე, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.
როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, არახამია ხშირად იცლის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად, ისევე როგორც პირიქით „ქართული ოცნება“ ხშირად იცლის არახამიას გასაკრიტიკებლად.
„ორივე მხარეს მეტი საქმე უნდა ჰქონდეს და ამისთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ააწყვეს. ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სერენაი სარიქაია პირველ კომენტარს აკეთებს
1779358400
ამინდი უარესდება! - განახლებული პროგნოზი
1779359503