მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
ასოცირების კომიტეტის ფორმატს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები ევროპარლამენტარ კოლეგებს გავუზიაროთ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასოცირების კომიტეტის თბილისში გამართვა, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ ფორმატს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავუზიაროთ ჩვენი გზავნილები კოლეგებს ევროპარლამენტიდან. გუშინაც გვქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ყველა თემასთან დაკავშირებით გვექნება დისკუსიები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.