საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოსმენების შესახებ კანონს ეხმიანება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.