1748583593
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო - Fox News

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას ,,ფოქს ნიუსი" ავრცელებს.
ტულსი გაბარდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანი, მისი განმარტებით, იმის ჩვენება იყო, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგია.
შტატების დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული "დიფ სთეითის" დავალებით ჩაიდინეს.