15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს „პატრიოტთა ალიანსი" წავა მოსკოვში თუ არა საქართველოს მომავლისთვის.
„ჩემი აზრით, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში წავლენ თუ არ წავლენ საქართველოს მომავლისთვის. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის. „პატრიოტთა ალიანსი" აჩვენებს, რომ ყველაზე პრორუსი არის თვითონ. თქვენ იცით, რომ სხვა პარტიებიც შვრებოდნენ ამას ამასწინათ, როდესაც მოსკოვში წასვლას და ა.შ. ცდილობდნენ იმის საჩვენებლად, რომ როგორი გულმხურვალე რუსები და პუტინისტები არიან," - ამბობს იაგო ხვიჩია.
ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.