არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა - ეს დაგვირგვინდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება გვერდში დაუდგა ერთადერთ ძალას, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შრომა

არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას აფასებს.

„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის, 2011 წელს გავრცელებული წერილის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა, დასრულდებოდა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მიყურადებები, ფარული მოსმენები, პირადი ვიდეოებით დაშანტაჟებები, ქონებების ჩამორთმევა, გარე მმართველობა და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს დაგვირგვინდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება გვერდში დაუდგა ერთადერთ ძალას, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შრომა, რომელიც არ დასრულებულა და უკვე 14 წელია, მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა. 

✕