ანდრეი ერმაკს ოფიციალურად ბრალს რამდენიმე საათში წარუდგნენ

ბჯ

 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ოფიციალურად ბრალს რამდენიმე საათში წარუდგნენ. ანდრეი ერმაკს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო 10 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

გამოძიების ცნობით, თანხა კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდო.

ერმაკის ადვოკატი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების წარდგენა დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო.