1751921238
ანა ბუჩუკური: რამდენიმე თვის წინ გვქონდა იდეა სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია

რამდენიმე თვის წინ გვქონდა იდეა სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს ალეკო ელისაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ელისაშვილი კანდიდატებზე საუბრობს: „საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო“.
„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით, 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.