1775289655
ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს - აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს სოციაალურ ქსელში ეხმაურება.
"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად, არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერია განცხადებაში.












