17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი დავით არახამის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.
„ფაქტებით ვერც ისაუბრებს, იმიტომ რომ არ არსებობს. სამწუხაროდ, უკრაინის სხვა თანამდებობის პირების სამარცხვინო განცხადებაც ვიცით, რაც ვერ დაადასტურეს, თუმცა ამ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დღეს არახამიამ გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ეხმარება.