ალექსანდრ სტუბის თქმით, რუსეთს ომის სულ მცირე, შემოდგომამდე გაწელვა სურს

სტუპი

ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზაობის ნიშნებს ვერ ხედავს. ალექსანდრ სტუბის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა შედგეს.

როგორც ფინეთის ლიდერი აცხადებს, მოსკოვის მხრიდან დროის გაწელვის გამო დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს და შესაძლოა პუტინზე ზეწოლა გაზარდოს.

„ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომლის მიტანასაც ახლა აშშ-ის პრეზიდენტამდე, დონალდ ტრამპამდე ვცდილობ ჩვენს საუბრებში. რუსეთს ომის გაგრძელება სურს, სულ მცირე, შემოდგომამდე, რათა ტერიტორიული მონაპოვარი მაქსიმალურად გაზარდოს“, - აცხადებს სტუბი.