ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო - "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდული კამპანია 2025

ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, წინასაარჩევნო და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ახალგაზრდულის წევრები მოქმედ მერს, კახა კალაძეს უალტერნატივო კანდიდატად თვლიან და მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ.

"თბილისში განსაკუთრებით იქნება ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართული ამ პროექტში, რაც გულისხმობს იმას, რომ გავლენ თითოეულ მისამართზე, მივლენ თითოეულ ოჯახთან და ეტყვიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კახა კალაძის, მისი გუნდის, ქართული ოცნების მიერ დაწყებული ყველა ის პროექტი, რომელიც არის ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, აქტიურად გაგრძელდეს.

ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები ტარდება და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდის მონაწილეობა ამ პროექტში იქნება გადამწყვეტი ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებაში", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ.