მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება, წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანხმობით არის შესაძლებელი.
კანონის მოქმედი რედაქციით, ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შესაძლებელია იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის მიერ „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო გაუქმდა. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ქეთი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1775423811