მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, რუს ოკუპანტებს დღემდე არ სურთ, აღიარონ, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. „სპეცოპერაცია“ ჩავარდა.
„ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები ამ ბოროტებას რუსეთში წაიღებენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად ვხედავთ. და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროს აახლოებს. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ პარტნიორებმა, მიიღონ ყოველკვირეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან. ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის მატება – ეს მუდმივად იგრძნონ. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება. და ეს არ შეიცვლება“, – თქვა ზელენსკიმ.