THE TIMES: ტრამპი პუტინს ალასკაზე წითელი ხალიჩით დახვდება
1755258904
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი მეომრები საავადმყოფოში მოინახულა და დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა საავადმყოფოს თანამშრომლებსაც.
„მალე გამოჯანმრთელდით. საავადმყოფოდან თქვენი გამოსვლის დროისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი პირად Facebook გვერდზე.
ჯარისკაცებმა პრეზიდენტთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ომში ამ დრომდე 1300-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რაც შეეხება რუსეთს, 12 ათასს გადააჭარბა დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა.