სოფელ დიდგორის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
1780835132
უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ დაწერა.
„უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც სჭირდება უკრაინას აქ და ახლა, თუ მათ აქვთ საბრძოლო მასალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის აქ და ახლა, მაშინ ეს არის პირველ ყოვლისა მათი მორალური ვალდებულება, დაეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.