„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
პუტინთან შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც არაერთხელ მითქვამს, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვას შეხვდება თუ არა ის რუს კოლეგას. ინფორმაციას გამოცემა la Repubblica ავრცელებს.
„ბოლო ერთი თვეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. პუტინთან შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც არაერთხელ მითქვამს. ყველას მშვიდობა გვჭირდება. მზად ვართ, ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მშვიდობის პირობებზე, მაგრამ არ შევასრულებთ ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.