შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს უკრაინაში დააბრუნებს.
„რუსეთიდან ჩვენი ტერიტორიის გავლით ამიაკის მიწოდების წინააღმდეგ გამოვდივარ. ამას მხოლოდ ჩვენი ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ გავაკეთებდი. ეს შევთავაზე გაეროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გაერო წინადადებით გამოვიდა, განახლდეს ამიაკის ტრანზიტი ოდესაში მდებარე მილსადენით, სადაც მას ამერიკული ტრეიდერი, კომპანია Trammo შეიძენს.