თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ავიაბომბი სამშობიაროზე იმის საბოლოო მტკიცებულებაა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ავიაბომბი სამშობიაროზე იმის საბოლოო მტკიცებულებაა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება. ევროპელებო, ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა დაემართათ უკრაინელებს. ყველაფერი ნახეთ, ყველაფერი იცით. შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააძლიეროთ, რათა რუსეთს გენოციდის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ეს სასტიკი ომი დაასრულოს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.