გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება.
„მადლობას ვუხდი ნენსი პელოსის და უკრაინის ყველა მეგობარს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კანონის, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ, სწრაფი დამტკიცებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით სენატის მიერ, ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა.
