„ბასლამ ასეთი ძმობა იცოდა... გპირდები, სულ გიჟივით მოვიგებთ“ - კოტე ზარნაძე
1761844001
„ყველა უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს” – ეს სიტყვები უკრაინელ ფოტოგრაფს, ჟურნალისტს, დოკუმენტალისტს მაქს ლევინას ეკუთვნის,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაია წერს.
„როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო, ის გადაღებაზე წავიდა მშობლიურ კიევის რეგიონში საომარი მოქმედებების ზონაში და გაუჩინარდა. ის გარდაცვლილი იპოვეს”, – წერს ოლენა ზელენსკაია.
უკრაინის პირველი ლედი საუბრობს იმაზეც, რომ მაქს ლევინი არ იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. მათ შორის არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.