ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხის განსახილველად უკრაინისა და აშშ-ის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები კვირის ბოლოს შეხვდებიან

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის და აშშ-ის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები კვირის ბოლოს შეხვდებიან და რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ.

„დღეს გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან ამ თემატიკის გასაგრძელებლად, რუსულ მხარესთან შესაძლო შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების განვითარებისთვის. კვირის ბოლოს გაიმართება უკრაინული და ამერიკული მხარის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. კრემლში განაცხადეს მზადყოფნა, გაზარდონ მოლაპარაკებების დონე, თუმცა პირდაპირ არ დათანხმდნენ ვლადიმერ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას.