მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ძაღლი, "პატრონი" თავდადებისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას NYtimes-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, "პატრონი", ჯეკ რასელ ტერიერი, გახდა ეროვნული ფიგურა რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქ ჩერნიგოვში ბომბების გაუვნებელყოფის გუნდებთან მუშაობაში.
მას მიაწერენ 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოჩენას.
ზელენსკიმ "პატრონს" და მის მფლობელს, მიჰაილო ილიევს, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა.