17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ლიდერებს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის მიმართ, დაეხმარონ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით და ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, სანქციები მომავალშიც უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, აგრესორის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასები უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.