მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომში დაჭრილი მეომრები მოინახულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, თავშესაფრებში განთავსებულ ქირურგიულ ბლოკებში, საკუთარი ქვეყნისთვის მებრძოლი ჯარისკაცები გაამხნევა და ჯილდოები გადასცა.




„მალე გამოჯანმრთელდით. საავადმყოფოდან თქვენი გამოსვლის დროისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი პირად Facebook გვერდზე.
ჯარისკაცებმა პრეზიდენტთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ომში ამ დრომდე 1300-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რაც შეეხება რუსეთს, 12 ათასს გადააჭარბა დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა.