„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ. ინფორმაციას RIA ავრცელებს.
კანონი ევროკავშირის, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეებზე ვრცელდება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონს ექვემდებარებიან დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, ასევე ეროვნული და რეგიონული მთავრობების, პარლამენტების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ოფიციალური დელეგაციების წევრები და ჟურნალისტები.