მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ განხორციელებულ წარმატებულ კონტრშეტევაზე უკრაინული მედია გამოცემა NEXTA LIVE Telegram არხზე ინფორმაციას და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ჯარისკაცების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქართულმა ლეგიონმა დასახლება რუდნიცკოიე რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა.
რუდნიცკოიე კიევიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. გარდა იმისა, რომ უკრაინელმა და ქართველმა მებრძოლებმა დასახლება გაათავისუფლეს, საოკუპაციო ძალებს კონტრშეტევის შედეგად 15 კილომეტრის დაშორებით უკანდახევაც მოუწიათ.