როგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღის განმავლობაში - ვრცელი პროგნოზი
1786823112
პოპულარული უკრაინელი ცუგა "პატრონი" სამსახურშია და ოკუპანტების მიერ დატოვებულ პატრონებს და ნაღმებს ეძებს.
2 წლის ტერიერი „პატრონთან“ ერთად რუსული არმიის მიერ დატოვებულ ასაფეთქებელ ნივთიერებებს პოულობს და ასე ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება უსაფრთხო გახადოს.
„პატრონს“ სპეციალური წვრთნა არასოდეს გაუვლია, ყველაფერი დამოუკიდებლად ისწავლა. ოთხფეხა მეგობარი საგანგებო სიტუაციების სამსახურში მომუშავე მეპატრონეს ყოველდღე სამსახურში დაჰყავდა, „პატრონი“ პატრონის მუშაობას დააკვირდა და რუსული ჭურვების აღმოჩენა თავადაც დაიწყო.
გამნაღმველი ძაღლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარი Instagram გვერდიც შეუქმნეს და არც გამომწერების სიმცირეს უჩივის.