17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მარიუპოლში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებითაა კონცენტრირებული“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკის თქმით, ადგილზე ვითარება რთულია, ამიტომ მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს. მან მოუწოდა მოქალაქეებს თვალი ადევნონ ოფიციალურ ინფორმაციას.