ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
"უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის რეგიონში რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტებს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ასეული დამპყრობელი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ავრცელებს.
არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გადაადგილება უკვე ოთხი დღეა არ შეინიშნება. მისი თქმით, რუსეთის უკრაინიდან დიდი რაოდენობით დაშავებულები და გარდაცვლილები გაჰყავს.
„დიდი რაოდენობით დაზიანებულია ტექნიკა, დაჭრილები და დაღუპულები მიჰყავთ უკან. დაღუპული ბევრია", - განაცხადა არესტოვიჩმა.