მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
28 თებერვლის ღამეს რუსეთის ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა წარუმატებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრ სირსკიზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა, მიეღწიათ მიზნისთვის, წარუმატებლობით სრულდებოდა. ოკუპანტის ტექნიკის კოლონები ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგემ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“, – განაცხადა სირსკიმ.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რუსეთის ძალების კოლონებმა დედაქალაქის შემოგარენის შტურმი რამდენჯერმე სცადეს. თუმცა, მისი თქმით, მოწინააღმდეგის ყველა გადაადგილება კონტროლის ქვეშ იყო.
კიევის თავდაცვის მეთაურის თქმით, უკრაინის დედაქალაქში ამჟამად სიტუაცია კონტროლირებადია.