უკრაინის საკითხზე ბრიტანეთის, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საკითხზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის წინ, სტარმერმა ლიდერებთან განიხილა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის . ასევე, სანქციების გამოყენება, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ სურს მშვიდობა, პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღებით”, – წერს მაკრონი.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სატალეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრიანის პრეზიდენტს დაელაპარაკება.