მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში წმინდა საყდრის ნუნციო დაიბარეს მას შემდეგ, რაც რომის პაპმა დარია დუგინას ომის უდანაშაულო მსხვერპლი უწოდა.
უკრაინის საგარეო უწყებაში იმედგაცრუება გამოთქვეს დარია დუგინას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რომის პაპის კომენტარის გამო.
„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ რომის პაპის სრული ციტატა და უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ გამოგვეძახა წმინდა საყდრის ნუნციო საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა დავაფიქსიროთ უკრაინის იმედგაცრუება ამ სიტყვების გამო“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.