1751921238
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენი შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მთავრობაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი ზარალი ამ ეტაპზე 565 მილიარდი დოლარია“, – განაცხადა შმიგალმა.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1751915758