ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს.ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„კარგი ამბავი გვაქვს ფრონტის ხაზიდან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. გუშინ დილით მათ მტრის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. სასტიკი ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენმა ქვედანაყოფებმა რუსული ჯარი განდევნეს დერგაჩევსკის რაიონის შემდეგი დასახლებებიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან, პრუდიანკადან და პოზიციები გაამაგრეს “, – წერს სინეგუბოვი.