უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა, ექვსი დაშავებულია ხერსონში

ხერსონი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო 14 დაშავებული.

„ცხრა მათგანი ჰოსპიტალიზირებულია, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

თავდასხმა ასევე განხორციელდა ხერსონზე, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

„რუსებმა ხერსონის დნეპროვსკის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს“, – აღნიშნეს ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.