მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
"ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი კვლავ მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება",- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში, Javelin-ის მწარმოებელი ქარხნის მუშებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა ბაიდენმა.