გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი სამართლებრივი ფორმატების შემუშავების შემდეგ გაიმართება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის თარიღი დაზუსტებული არ არის.
"როგორც კი შემუშავდება ორმხრივი სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ალბათ არ არის საჭირო წასვლა და უბრალოდ საუბარი. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გარკვეულ სამართლებრივ ფორმატში მოვაქციოთ".- ამბობს პოდოლიაკი.