თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1778523213
უკრაინამ დაადასტურა, რომ მისი დრონები ლატვიაში, ნავთობის ბაზაზე რუსულმა ელექტრონული ბრძოლის სისტემამ ჩამოაგდო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ლატვიელ კოლეგასთან, ბაიბა ბრაჟესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ლატვიის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის ინციდენტები რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემებით იყო გამოწვეული.
სიბიგას თქმით, დრონების თავდაპირველი სამიზნე რუსული ობიექტები იყო.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ფინეთთან მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ჩვენი სპეციალისტების პირდაპირი ჩართულობით. ჩვენი მიზანია ლატვიის, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისა და ფინეთის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, რუსეთის აგრესიასთან ეფექტური წინააღმდეგობის გაწევით და რუსეთის საომარი მანქანის დეგრადაციით. მეორეც, ჩვენი მეგობრების საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერების ხელშეწყობით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
I just had another exchange with @Braze_Baiba about the recent drone incidents in Latvia.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 10, 2026
The investigations proved that this was the result of Russian electronic warfare deliberately diverting Ukrainian drones from their targets in Russia.
I reaffirmed Ukraine’s willingness…