ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                უკრაინაში 24 აგვისტოს სახელმწიფო ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინელებს მოუწოდა დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომშია, უკრაინამ არ უღალატა ტრადიციას და ერთი დღით ადრე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
უკრაინის სახელმწიფო დროშა სამუდამოდ დაბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა კიევის ცენტრში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე.