თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „NATO არ ჩაერევა კონფლიქტში და არ შექმნის ფრენის აკრძალულ ზონას უკრაინაში”
პოდოლიაკის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ყოველი ასეთი განცხადება ახალისებს რუსეთს გააგრძელოს ადამიანების მკვლელობა უკრაინაში.
„ევროპელი პოლიტიკოსების ყოველი ასეთი განცხადება ახალისებს რუსეთს გააგრძელოს ადამიანების მკვლელობა უკრაინაში. თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ“, - წერს პოდოლიაკი.