1745779132
ცნობილი მწერალი პაოლო კოელიო ომს "უკრაინის კრიზისს" უწოდებს: "ეს უბრალო ხალხს არ დააბრალოთ"

ცნობილი მწერალი პაოლო კოელიო რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელ twiter-ში ეხმაურება და წერს, რომ საომარი მოქმედებები, რომელსაც ის "უკრაინის კრიზისს" უწოდებს, რუსოფობიის გამოვლენისთვის ხელსაყრელი მიზეზია.
"ვიყავი ლვოვში, კიევში, იალტაში, ჩერნობილში (უკრაინა),
10 000 კმ. გავიარე მატარებლით - მოსკოვი-ვლადივასტოკი (რუსეთი)
დიახ, იქ ომია! მაგრამ ეს უბრალო ხალხს არ დააბრალოთ" - წერს მწერალი.