წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიოს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„უკრაინელებთან და უკრაინელ სამხედროებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ უსაფრთხოების სფეროში რა სახის დახმარება სჭირდებათ ომის ამ ეტაპზე. ეს მოიცავს არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდას“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.