თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგნებულად დაარტყეს „გრადებით“ საცხოვრებელ უბნებს“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.
მისი თქმით, ამ „მზაკვრულმა დაბომბვამ 41 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“.
რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სკოლა და რამდენიმე სახლი დაზიანდა, ერთი ავტომობილი კი დაიწვა.