მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს.
მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრეისერს უკრაინელებმა ორი რაკეტა ესროლეს.
როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, ეს სწორედ ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინისთან, უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, უარის შემდეგ კი, მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
არესტოვიჩის თქმით, ხომალდამდე სამაშველო ეკიპაჟები ძლიერი ღელვის გამო ვერ მიდიან.