„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ნორვეგიის სასამართლომ უარყო 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდრეის ბრეივიკის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
„არსებობს აშკარა რისკი, რომ [ბრეივიკი] დაუბრუნდეს იმგვარ ქცევას, რამაც გამოიწვია 22 ივლისის ტერაქტები", - განაცხადა ტელემარკის რაიონულმა სასამართლომ და უარყო გათავისუფლების მოთხოვნა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკმა 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი განახორციელა, რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა. 69 ადამიანი მან კუნძულზე მოკლა, 8 კი ოსლოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.