თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე იჟორის სამრეწველო ზონაში, სადაც რუსეთის მძიმე ინდუსტრიის ობიექტებია განთავსებული, ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის უწყების ინფორმაციით, ცეცხლმა 82 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე არც დრონების თავდასხმის განგაში გამოცხადებულა და არც საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა გაგონილა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა სამხედრო-სამრეწველო მნიშვნელობის ზონაში.