მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი მუტაცია კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა.
ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპური კომბინაცია“ აჩვენა.
კორონავირუსის ამ ახალმა შტამმა დროებით აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო და ის მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.