„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 390 ბავშვი მოკლეს, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„18 სექტემბრის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1147-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 390 ბავშვი და დაშავდა 757-ზე მეტი“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.