ქალმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ ყავის ფინჯანში ქმრის რომანი „წაიკითხა“
1753540589
რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობისთვის დაწყებულია.